FANDOM


Batif

ბატიფეხურის დამწერლობის ნიმუში. გაშიფრულია ოთხთითა მეცნიერის, ივ ვან ზოსანის მიერ.

ბატიფეხური დამწერლობა არის ძორზეს ანბანის მოტივებზე შექმნილი ფეხი. იგი თავდაპირველად შექმნეს ბატებმა და მათ საპატიივცემულოდ ეწოდა კიდეც - ბატიფეხური. მაგრამ ჩვ. წღ. ქხ. ბრჭ. 17 წიწილებმა მიისაკუთრეს, ოდნავ მოგვიანებით კი კვატიებმა და პორტირება გაუკეთეს ძორზეს ანბანზე. კვატიურ ენაზე მხოლოდ აპკით განსხვავდება ასოები ერთმანეთისაგან.


Duck

აპკიანი ბატიფეხურის ასო.

მოკლე ექსკურსიEdit

ბატიფეხურით წერისათვის სპეციალური ზომების მიღებაა საჭირო. ხელსაწყო, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ 11 ღილაკი (ანბანის ასოებისათვის) და რამდენიმე დამხმარე ღილაკი, მზადდება წყალქვეშა რიფებისაგან, რომელიც ხამანწკებითაა მოოჭვილი. დღესდღეობით მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ოდნავ მიახლოებული მოდელი ბლექბერის სახით, თუმცა ის არ წარმოადგენს სრულყოფილ ბაზას წერისათვის. ორიგინალურ ბატიფეხურზე მხოლოდ აბორიგენი წიწილები და კვატიებიღა წერენ, ხანდახან რომელიმე გონებაჩლუნგი ბავშვიც, თუმცა განზრახ არა და ვერც ოდესმე დაწერს.

წერის ანა-ბანაEdit

ბატიფეხურით დასაწერად, მოცემული სქემის მიხედვით, ვაკლიკებთ შესაბამის ღილაკებს. მართალია, იგი SMS-ის წერას გვაგონებს, მაგრამ მაინც რთულია. გთავაზობთ სიტყვა "ანციკლოპედიას" დაწერის ნიმუშს:

Anciklopedia
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.