FANDOM


Batman Logo 04

ბეტმენის ლოგო. არა, ზემოთ ძუძუები არ არის.

ბეტმენი არის ქალაქ გოტემში მცხოვრები პერსონაჟი, კომიქსების ლეგენდარული გმირი. თავისი პოპულარობით ძლივს უსწრებს სოფო ბედიას ქმარს.

სიუჟეტი Edit

ქალაქ გოტემში (ნიუ-იორკის გამოგონილ ანალოგში) ცხოვრობს მოსასხამიანი და ტრიკოიანი სუპერგმირი ბეტმენი. ვერავინ ხვდება, რომ იგი სინამდვილეში ბრიუს უეინია და თავადაც, რასაც უნდა, იმას აკეთებს. არის მეცენატი, ოლიგარქი და მექალთანე (როგორც ეს ნამდვილ ცხოვრებაშიც ხდება). ბავშვობაში ვიღაცამ მოუკლა მშობლები და, ბრიუსმაც, რატომღაც, გადაწყვიტა, შური ეძია მთელ კრიმინალურ სამყაროზე. მანამდე მთელი მსოფლიო მოიარა, ეუფლებოდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებს და, დაბრუნდა რა მშობლიურ ქალაქში, გახდა მაგარი ბიჭი. სხვების დახმარებით შექმნა ღამურასთან დაკავშირებული ატრიბუტები, როგორიც იყო ბეტ-მუზეუმი, ბეტ-კომპიუტერი, ბეტმობილი.

ბეტმენს უამრავი მტერი ჯყავს. აქედან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჯოკერი, თუმცა, არ დაგვავიწყდეს სხვებიც, როგორიც არის ჰარლი კვინი, ორსახა (ჰარვი დენტი) და პინგვინი. ისევე, როგორც ბეტმენი, რომელიმე მათგანი სუპერძალებს არ ფლობს, მაგრამ ფსიქიკური პრობლემებით გამოირჩევა. მაგალითია შხამიანი სურო, რომელიც ეკოტერორიზმის ნათელი მაგალითია, ისევე, როგორც მიზანთროპი და კაცთმოძულეც.

თუმცა, ბეტმენს მეგობრებიც ჰყავს, როგორიც არის, მაგალითად, ასევე ტრიკოგადაცმული რობინი. ერთ დროს ბეტმენს გოგონაც ეხმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა, მთავარი მორალური მხარდაჭერა შეიძლება ეწოდოს ალფრედს, რომელიც მეტად სტერეოტიპური ინგლისელი მსახურია. სწორედ მან აღზარდა ბრიუსი. არც თუ მცირე დახმარებას ბეტმენს უწევს კომისარი გორდონი, გოტემის ერთგული პოლიციელი. თუკი რამე გაუჭირდება, იგი ბეტმენს ყოველთვის უგზავნის სიგნალს სპეციალური პროექტორით, რომელიც ცის კაბადონზე ბეტმენის სიმბოლოს აჩვენებს.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.