FANDOM


Leprekonვაი ვაი ვაი
ეს სტატია დაწერილია ზღაპრის ენით. როგორც ეტყობა, სასურველია მისი წაკითხვა ღამით, ძილის წინ.
Foto-53393-12744

რობაქიძეს უნდოდა ჰიტლერისნაირი ვარცხნილობის გაკეთება,მაგრამ თმები არ ეყო.

გრიგოლ რობაქიძე — ქართველი მწერალი, ცისფერყანწელი, ფრიად განსწავლული უცხოურ უნივერსიტეტებსა შინა.

სწავლობდა ქვეყანაში ესტონეთისა და გერმანთა.გახდა ფილოსოფოს.1908 წელს უყივლა მიწამ მშობლიურმა და ინახულა ქვეყანა თვისი. შემდგომ ამისა ცისფერყანწელი საზღვარგარეთ გაერიდა ღელვებს ქვეყნისა.

მატარებელი მიჰქრის გერმანთა ქვეყანაში. ზის შიგ მწერალი გრიგოლ. გადმოდის ბაქანზე.ბაქანი ბერლინისა.ბერლინი პრუსიელებისა. პრუსიელები ხიტლერისა.

ჰპოულობს გრიგოლს მწერალი ცვეიგ.დადის გრიგოლ ხიტლერის მიტინგზე.იხიბლება გრიგოლ.სწერს სახოტბო წიგნს.იხიბლება ხიტლერ.აქებს ციsფერყანწელს.

არ მოსწონს ხიტლერს მწერალი ცვეიგი .აგდებს მას . წვავს მის წიგნს.

სწყინს გრიგოლს,მაგრამ ეთაყვანება ხიტლერს.

მარცხდება ხიტლერი ომში.

გარბის გრიგოლ შვეიცართა მხარეს.

დაჰყოფს იქ სიკვდილამდინ.

საინტერესო ფაქტები Edit

არსებობს ლეგენდა,რომ სიკვდილის წინ ჰიტლერმა რობაქიძეს თავისი პიჟამა აჩუქა. ასე შეიქმნა რომანი გველის პერანგი

მეორე ვერსიით 1945 წელს ჰიტლერმა ორი დიდი მარცხი იწია.ერთი სსრკ-სთან ომი წააგო, მეორე რობაქიძესთან - სეკაში, თავისი პერანგი.

გადმოცემის თანახმად,რობაქიძეები თავის ქალიშვილებს მზითევად ატანდნენ ჭადრაკსა და მაინ კამფ-ს.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.