FANDOM


გრიშა ონიანი

გრიშა ონიანი — საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე, ამოჩემებული ფსევდოლიბერალების მიერ როგორც პრორუსულობის სიმბოლო. სინამდვილეში, თავის ჭიას ახარებს და არაფერზე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, გარდა ტელევიზიისა. ყველაზე მეტად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში ბადრი შუბლაძის მისამართით არანორმატიული ტექსტები გამოიყენა.

თვეების შემდეგ, 2018 წლის 10 მაისს გრიშა ონიანი მიწვეული იყო ტ/კ „იბერიის“ ეთერში, გადაცემაში „ფაბრიკა“. ამავე გადაცემაში წამყვანმა გიორგი გასვიანმა მიიწვია ბადრი შუბლაძეც, თითქოს ამ ორის შერიგების - სინამდვილეში კი გადაცემისთვის რეიტინგის აწევის მიზნით. ონიანმა წამყვანი პირდაპირ ეთერში გალანძღა და კარიც მიიხურა.

ციტატებიEdit

Wikiquote-logo
„მოვიდა, გადამეხვია და ლოყაზე ვაკოცე, სითბო ვიგრძენი. სიმართლე გითხრა, არც მეძინა, ძილბურანში ვიყავი, უცებ აყვავებულ მინდორში აღმოვჩნდი, ყველაფერი სამოთხის ფერებში იყო… შორს თეთრებში ჩაცმული კაცი დავინახე, ხელი დამიქნია, მისკენ წავედი და… მივხვდი რომ სტალინი იყო. რაღაც ემოცია მქონდა, რადგან ის ვნაზე, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ არ ვიცი, ეს შიშის ემოცია იყო თუ სიხარულის.“
(სიზმარში სტალინის ხილვის შესახებ)
Wikiquote-logo
„უნდა გეთქვა ჩემთვის რაზე მოგყავდი… რა პროვოკაციულად იქცევი შენა… ნასვამი ხარ და რა კაცი ხარ ჯერ… პირდაპირ გეუბნები, რომ არაკაცი ხარ…“
(გიორგი გასვიანის მისამართით)

ნაკადულებიEdit

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.