FANDOM


ელიავა, იგივე ბაზრობა, წმინდა ადგილი ქართულ რეალობაში, სადაც ტარდება რიტუალური კონცერტები და მსხვეპლშეწირვები. ეს იმდენად წმინდა ადგილია, რომ აქ ფეხჩაცმული სიარული არ შეიძლება და მომსვლელები წვიმაშიც კი ფეხშიშველნი დადიან. თუმცა, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, აქაც არიან დოგმების დამრღვევები და ელიავას მიმდებარედ არამარტო ფეხით, მანქანებითაც დადიან.

მცველებიEdit

Eliava

ელიავას მუშები უკანასკნელად აფრთხილებენ ურწმუნოს

ელიავას ჰყავს წმინდა მცველების მთელი არმია, რომლებსაც მუშებს უწოდებენ. ისინი ზემოთხსენებულ მანქანებს ყურადღებით აკვირდებიან და თუ რომელიმე მათგანი გაჩერებას გაბედავს, ჯერ დაესევიან და უკანასკნელად აფრთხილებენ, ხოლო თუ თავისას არ მოიშლიან, ერთი-ორი მათგანი მანქანაში უჯდება და სახლამდე აცილებს, რომ დარწმუნდეს, მეორედ არ გააჩერებს წმინდა ადგილის მახლობლად. სახლში მიყვანისა და ელიავაზე დაბრუნების შემდეგ საყვედურებით ავსებენ.

თქმულებებიEdit

ამბობენ, ერთმა კაი პურის მჭამელმა გააჩერა ელიავას მახლობლად, მუშებს გამოელაპარაკა და მათგან რაღაცაზე თანხმობა რომ ვერ მიიღო წავიდა. გზაში გადაწყვიტა ეცუღლუტა და ცოლ-შვილთან სახლში წასვლის მაგივრად მცხეთის რესტორნებისკენ აიღო გეზი. დიღომს რომ გასცდა, თურმე, ერთი წმინდა მცველი ჩუმად ჩასჯდომოდა მანქანაში და ჰკითხა: "შენს სახლამდე კიდევ შორიაო"?
კაი პურის მჭამელს მაშინვე დაეკარგა მადა, ჯიგარი აეწვა და თვალიც აეხილა. იგი მაშინვე ცოლ-შვილთან წავიდა და ელიავას წმინდა მცველის სახელზე კაი პურიც სახლში სჭამა.

ფაქტებიEdit

ელიავას სარიტუალო კონცერტი ჰიპ-ჰოპის ელემენტებით

ბმულებიEdit

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.