FANDOM


ერმალო

თუკი ამ სურათს ხედავთ, ესე იგი, ერმალო უკვე გამოსულია თქვენს გადასაღებად, გაიქეცით.

ერმალო მაღრაძე (დ. 14 დეკემბერი, 1943) — ჩვენი დროის პოპულარული ზესტაფონელი რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი, თრეშის ჟანრის უგვირგვინო მეფე. როგორც ხშირად აღნიშნავენ, პოპულარული გახდა ინტერნეტის მეშვეობით, რასაც თავადაც ეთანხმება. ფაქტი ის არის, რომ მისი ფილმი „შვეციის პრინცი იმერეთიდან“ იმდენმა ადამიანმა არ იხილა, რამდენმაც მისი გვიანდელი ფილმები - თანაც, ინტერნეტის მეშვეობით.

მოკლე დოსიეEdit

  • საყვარელი რეჟისორი: დევიდ უორკ გრიფითი
  • საყვარელი სიმღერები:
    1. ბასიანი - ჩაკრულო
    2. ფრენკ სინატრა - My Way
    3. ელვის პრესლი - It's Now or Never
    4. ჩაბი ჩეკერი - The Twist
    5. ნუგზარ ერგემლიძე - ალექსანდრეს ბაღი[1]
  • სამუშაოდ საოცნებო მსახიობი: სილვესტერ სტალონე

ბიოგრაფიაEdit

მიუხედავად იმისა, რომ ერმალო მაღრაძეს სუპერთავბრუდამხვევი ცხოვრება ჰქონდა, ამ ბიოგრაფიით თავს არ შეგაწყენთ. მცირე და მნიშვნელოვანი ეპიზოდია მისი ბავშვობის წლები — როდესაც მამამ მოაკითხა სკოლაში და წაიყვანა კინოსეანსზე, რუსულ ფილმზე „მამაცთა სკოლა“ (არკადი გაიდარის "სკოლის" ეკრანიზაცია). ფილმში ერთ-ერთი სახალისო მომენტის ნახვამ ერმალო დააავადა კინოთი. მიუხედავად ამისა, საკუთარი აღიარებით, ხელოვნება აკადემიურად არ შეუსწავლია. საკუთარი ძალით აითვისა სხვადასხვა სფერო — რეჟისურა, ოპერატორის სამუშაო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეროვნულ კინოსტუდიაში მუშაობდა, 90-იანებში გამოეყო და შექმნა კინოფირმა „ერმალო ფილმი“[2], რასაც მოჰყვა სადებიუტო ნაშრომის „შვეციის პრინცი იმერეთიდან“ გადაღება და მისი რამდენიმეწლიანი ტრიალი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ავტორს საკუთარი ბიუჯეტით დაჰქონდა ფილმი სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ.

ასე თუ ისე, ფილმოგრაფია ცალკე განსახილველი საკითხია. აქვე ავღნიშნავთ, რომ ბ-ნ ერმალოს ჰყავს მეუღლე[3], ბევრი შესანიშნავი ახლობელი და ნათესავი და მხარდამჭერი იმ დიდ საქმეში, რომელსაც იგი ჩასჭიდებია — ქართული კინოს გამოცოცხლებაში ან თუნდაც დამოუკიდებელ კინემატოგრაფიაში წვლილის შეტანაში. კამათს არ იწვევს, რომ მისი ფილმები დღეს ყველაზე პოპულარულია ქართველი რეჟისორების ნაშრომებს შორის და დაუნდობელ კონკურენციას უწევს ლიფონავას „ჩემი ცოლის დაქალებსაც“ კი.

სხვათა შორის, ქართულად გახმოვანებული ჰყავს ანიმაციური ფილმის "Early Man" პერსონაჟი.

ფილმებიEdit

შვეციის პრინცი იმერეთიდანEdit

იხილეთ „შვეციის პრინცი იმერეთიდან“.

რეზიუმე: უცნობი მიზეზით, ჰქვია სწორედ „შვეციის პრინცი იმერეთიდან“ და არა „შვედეთის პრინცი იმერეთიდან“. უკვე დაწყებული სახელწოდებით, მაყურებელი ეზიარება დევიდ ლინჩისეულ სიურრეალიზმს - შვეციის პრინცესა დიანა ჩამოდის ბათუმში დასასვენებლად და იქ უყვარდება იმერელი გლეხის ბიჭი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ბოთლებში ინახავს. დიდი ყოყმანის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თხა ანგელინა უფრო უყვარს, გლეხის ბიჭი გიორგი გაჰყვება ქმრად დაიანას (გვიმტკიცებენ, რომ უკვე პატრიარქის მიერ დალოცვილი — მართლა, მართლა, დააკვირდით ფილმის ბოლოს).

სიძეEdit

„სიძე“ არის შუალედური ფილმი, გამოსული 2008 წელს. როგორც თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

Wikiquote-logo
„ესეთი ამბავი მართლაც მოხდა, სამი ახოვანი ძმაკაცი მუშაობდა ატეკაში თავისუფალ დროს ესე ერთობოდნენ, ვითომ ერთ-ერთს გოგო მოეწონა საცოლედ და ოჯახში ადიოდნენ გასაცნობად, ერთხელაც ერთ-ერთი გოგოს ნათესავი გაიჩითა მორიგ სუფრაზე და მასპინძელს უთხრა რო ესენი მგონი აფერისტები არიან და კითხე აბა რომელს მოსწონს შენი შვილიო? ადგა ეს კაცი სუფრაზე და ამათ უთხრა (არცეთი არ გამოხატავდა ინტერესს გოგოს მიმართ) რომ მისი გოგო რომელს უნდოდა საცოლედ, ამათმა ერთმანეთს გადახედეს და გაისუსნენ, რა უნდა ეთქვათ, ერთერთმა უთხრა: „ჩვენ არა მარა ატეკაში გევიკითხავთ თუ ვინმეს უნდა“-ო და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ მაგიდის ქვეშ "ცოტა მიიწიე შეჩემა დამენგრა გვერდებიო". ეს ისტორია მოუყვა რეჟისორს ვინმემ და ამან შავი იუმორით გადაიღო.[4]

ფაქტობრივად იგივე ხდება ამ ფილმშიც. ქართული ჟურნალისტიკა ამ ფილმზე ერმალოსთან ინტერვიუებში სდუმს, იმიტომ, რომ მათ რიგებში უნიჭო პაპსავიკები არიან.

გზააბნეულნიEdit

იხილეთ „გზააბნეულნი“.

რეზიუმე: კომპიუტერის სპეციალისტს (შეთავსებით — ვებდიზაინერს და ჰაკერს) და სერიოზულ ბუღალტერს აგდებენ სამსახურიდან. თავდაპირველად სამუშაოს პოვნას ცდილობენ, მაფიოზ და მასონ დიადია სემსაც კი მიმართავენ, შემდეგ კი იწყებენ ფულის უკანონოდ შოვნას, რაც, ბუნებრივია, გვირგვინდება ყველაზე ცნობილი სცენით — ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის გატანით. ფილმი აგრეთვე ცნობილია იას და გიოს სასიყვარულო სცენით ("ჯერ შენ რა შეგიძლია, თვითონ დასახმარებელი ხარ"-ო, რომ ეუბნება) და სხვა ეპიზოდებით.

აპოკალიფსი არ იქნებაEdit

იხილეთ „აპოკალიფსი არ იქნება“.

რეზიუმე: სკოლის მასწავლებელს არაერთგზის ესიზმრება აპოკალიფსი. უორენ ბაფეტზე არანაკლებ მდიდარი მილიონერის გაცნობის შემდეგ იგი მემკვიდრეობით მიიღებს უკანასკნელის მთელ ქონებას და კეთილი საქმეების კეთებას იწყებს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი და სასიცოხლო მნიშვნელობისაა სუტენიორის და პრასტიტუტკების სულების გადარჩენა (რაც გვირგვინდება შოკოლადის ქარხნის აშენებით). ასე თუ ისე, მთელი ფილმი მხოლოდ კარგი ამბები მიმდინარეობს და საბოლოოდ, დავადგენთ, რომ აპოკალიფსი არ იქნება.

თეაEdit

იხილეთ „თეა“.

რეზიუმე: ქალაქში სოფლიდან სასწავლებლად ჩამოდის გოგონა, რომელსაც შეაცდენენ. შემდგომში იგი ხდება ყველას და ყველაფრის მხსნელი, მაგრამ, მადლობა Deep Purple-ს, კაცური სიტყვის წყალობით თავისუფლდება.

შემოქმედიEdit

მთავარ როლში — კვლავ დავით კამკამიძე. მთელი ფილმი გვიკითხავენ მორალს გადარჩენის ერთადერთ გზაზე და გვიჩვენებენ ბევრ პოზიტივს...თუ არ ჩავთვლით ბანდიტების მიერ კამკამიძის პერსონაჟის წამებას.

ფილმოგრაფიის და ყველანაირი -გრაფიის სხვა ნიმუშებიEdit

2007 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი "სიცოცხლის წყარო". ფილმი ეხება წყალს. ერმალოს ტრადიციული ხელწერა მას არ დაჰკრავს, თუ არ ჩავთვლით სცენას, რომელშიც ერთ-ერთი მუშაკი შეახტება მანქანას და "შეუსრულებელი მისიის" მელოდიის ფონზე მნიშვნელოვან საქმეზე გაქანდება.

სხვა დოკუმენტურ ფილმებს შორის არის "საიმედო კავშირი" (2004), "სახელმწიფო სახელმწიფოში" (2003) და "ჟამი მოლოცვისა" (2001).

გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში (გარდა საკუთარი ნაშრომებისა): "უცხო", "ერთი ნახვით შეყვარება", "ორფეოსის სიკვდილი". ჩნდება გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის დოკუმენტურ ფილმში "პრემიერა"

გადაღებული აქვს Giffer.ge-ს რეკლამა, "ნიჭიერის" პრომო "რუსთავი 2"-ისთვის და მონაწილეობა აქვს მიღებული მთელ რიგ ქართულ ტელე და ვებგადაცემებში. მათ შორის არის "კომედი შოუ", "ცოდნა ფულია", "მძიმე კაცთან", "სიცრუის დეტექტორი", "POSTV"-ის სიუჟეტები (ინტერვიუები, ფილმების კრიტიკული გარჩევები და ჯერ არარსებული ფილმების იდეები), "Otto's Show", რობერტო მავანის რეპორტაჟები, "ზურიკოა მოსული", "ჩვენი შუადღე", "დღის შოუ 3-დან 5-მდე", ტვ "არგოს" სიუჟეტები, "წიგნების თარო", "ბინა 18".

2016 წლის 26 ნოემბერს მონაწილეობდა თბილისის ინტერნეტფორუმში, სადაც გამოვიდა სიტყვით და ისაუბრა მის ცხოვრებაში ინტერნეტის როლზე. 2018 წელს ზესტაფონში მონაწილეობდა "თავისუფალი სკოლის" პროექტში "ცნობილ ადამიანთან", სადაც ერთი საათის განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობას ესაუბრებოდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ახალგაზრდებთან სხვა სახის შეხვედრებშიც, საკუთარი ფილმების ჩვენების სეანსებით.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმაც ირიბად აღიარა, რომ ერმალოს ფილმების მოყვარულია[5].

სხვა აქტიურობაEdit

Jajanidze ermalo

თხოვნა ჯაჯანიძესთან.

2015 წლის 24 აპრილს გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსის" Facebook-კედელზე ავტორს მიმართა მასზე (ერმალოზე) სიუჟეტის გაკეთების თხოვნით. ჯაჯანიძე მის ჯიუტად იგნორირებას განაგრძობს[6].

Harlin ermalo

თხოვნა რენი ჰარლინთან.

ტელეგამოსვლებში აცხადებდა, რომ რეჟისორ რენი ჰარლინს გაუგზავნა ფილმ "გვიშველე, რემბოს" სცენარი. იმედი ჰქონდა, რომ იგი გამოეხმაურებოდა და ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა. მით უმეტეს, რომ უკანასკნელს უკვე ჰქონდა გამოცდილება სტალონესთან მუშაობის მხრივ, ფილმზე "მთამსვლელი". Facebook-ზე ამის შესახებ რეჟისორს შეახსენა კიდეც. აქტიურად ცდილობდა ფილმის პროექტის განხორციელებას, რასაც ხაზს უსვამს სასტიკი სპოილერების გაჟღერებაც[7].

ფილმების სპეციფიკაEdit

ერმალო მაღრაძის ფილმებს საერთო მახასიათებელი ნიშნები აქვთ. ცალკე შემთხვევაში, ესა თუ ის ელემენტი მხოლოდ ერთი ფილმისთვის უნიკალურია. ქვემოთ მითითებულია აღნიშნული ფაქტები. ყურადღება: ეს არის სუბიექტური თუ ობიექტური აზრის გამოხატვა, ეს არის ის, რასაც თვალი ხედავს.

  • ყველა ტიტრი შავზე თეთრით, მკაცრი ქართული შრიფტით.
  • სცენას აშკარად ესაჭიროება მუსიკას, მაგრამ ის არ ჟღერს.
  • ვითომ კომიკური ტექსტები ("შენისთანა კბილები არავის აქვსო")
  • ხანგრძლივი პაუზები კითხვა პასუხებს შორის ან პირიქით — ზედმეტად მოკლე.
  • კამეოები (თენგიზ არჩვაძე, რამაზ ჩკიკვაძე, ბიძინა ჩხეიძე, ნინო ჩხეიძე, გუჯა ბურდული, რუსკა მაყაშვილი, ზვიო და ა.შ.)
  • რა თქმა უნდა, ყველა ფილმში თავად ერმალო მაღრაძის კამეო (გარდა "სიძისა").
  • პასუხის გაცემა ჯერ დაუსმელ კითხვებზე ("რაა? ფული? ფულს მე ვიშოვი").
  • მექალთანე პერსონაჟები აქა-იქ (კომიკურობისთვის)
  • რკინიგზის გამოჩენა
  • მსუბუქი გინებები ("მაგათი დედა ვატირე") და ხოლმე მძიმეც ("შვეციის პრინცში" სუსტად ისმის "ვახ ჩემი, კარგი")
  • კადრში ვერ გაიგებ რისთვის ჩასმული ხალხი, ალბათ — სიცოცხლის ნიშნების მისანიჭებლად
  • რამდენიმე წუთი აჩვენებენ თუ როგორ მიემართება ერთი პერსონაჟი სადმე ("აპოკალიფსში" სოფლის აღმდგენი მამაკაცის მოახლე ამის ნათელი მაგალითია).
  • სიმღერები (ნახევრად ან ბოლომდე — "აპოკალიფსში" ასეთია სიმღერა, შესრულებული კაფეში, სადაც ყოვლისშემძლე თეა ზის)
  • სიმღერების გარდა, ხანგრძლივ დროს იკავებს სხვა სცენებიც (დაიანას მიერ გიორგის პირველად დანახვა ან თეას და მისი შეყვარებულის სეირნობა თბილისის ქუჩებში).
  • არაადეკვატურად ჩაცმა (შვეციის მომავალი პრინცი გიორგი ზღვაზე ყოფნისას ისეა ჩაცმული, გეგონება, შინ შორტებიანი და მაისურებიანი გარდერობი დაეწვა).
  • უემოციო დახვედრები (კვლავ გიორგი, რომელიც ისე ესალმება თამაზსა და გიას, გეგონება, ბოლოს ხუთი წუთის ნახა). ისინიც ერთი კილომეტრიდან ესალმებიან და იქიდანვე ესაუბრებიან.
  • ჰო, შემდეგ კადრში უკვე ახლოს დგანან. ანუ მონტაჟის დროს ისე ხდება, რომ ხალხი ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილით არის დაშორებულ-დაახლოებული.
  • ერთი და იგივე ადამიანი ახმოვანებს მრავალ როლს (უცნაური ამაში არაფერია, მაგრამ შეუძლებელია ბავშვს ბაქანზე, პარკში და პრინცესა დაიანას ჰქონდეთ ერთმანეთის მსგავსი ხმები, ხომ ასეა?
  • შეზღუდული მენიუ — ბუნებრივია, ერმალო მაღრაძე ფილმებს უბიუჯეტოდ იღებს, მაგრამ სუფრები (გარდა იშვიათი შემთხვევებისა) მის ფილმებში სუპერშეზღუდულია. ხოლმე დევს თეფშები და სულაც არაფერია ზედ, ხოლმე კი წახემხების მიზნით გამოიყენება სხვა არაფერი, თუ არა არაყი და ვაშლები, რის პასუხადაც მხოლოდ ეს გვეთქმის — ჭირიმე შენი, თაკო!
  • ჰო, ხოლმე ისე ხდება, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ვიღაცების სახელების დადგენაც. მაგალითად, იგივე "შვეციის პრინცში" გავიხედავთ და უეცრად პერსონაჟმა უკვე იცის, რომ გოგონას (რაღა გოგონას, თუკი ქმარი ჰყავს და ღამით მასთან თამაზი იწვა?) თაკო ჰქვია.
  • ლოკაციებით თამაში — გადაღებულია სხვაგან, იგულისხმება, რომ აქაა. მაგალითად, მოქმედება ხდება ბათუმში, მაგრამ სცენები გადაღებულია სასტუმრო "მეტეხში".
  • მითიური ფული — შენახულია ბოთლებში, კონვერტებში და სხვაგან. თანაც — დიდი რაოდენობით. მაგალითად — 100 მილიონი ერთ ჩემოდანში ან 50.000 ერთ კონვერტში.
  • ზედმეტად ახლო ხედები. ჯერ მარტო "შვეციის პრინცში" ჭორფლიანი გოგონა რად ღირს.
  • სადაც ეზარება დიალოგების გამართვა, რეჟისორი ყველაფერს ფარავს მუსიკით. ანუ დიალოგის მაგივრად ჟღერს მხოლოდ მუსიკა, იგულისხმება, რომ პერსონაჟები რაღაცაზე საუბრობენ (მაგალითები — ტერორისტებთან მოლაპარაკება "თეაში" ან თამაზის და გიას საუბარი გოგონებთან სკვერში).
  • რელიგიური და სარწმუნოებრივი თემები (ხსნის არმია "შვეციის პრინცში", ანტიქრისტეს მიერ მსოფლიოს დაპყრობა "გზააბნეულებში", თავად აპოკალიფსი "აპოკალიფსში", ექვსი დღე მუშაობა და მეშვიდე დღის ღვთისადმი დათმობა "შემოქმედში და ა.შ.)
  • უცნობი მიზეზით ჩასმული პერსონაჟები, რომლებიც ფილმის სიუჟეტზე პირდაპირ გავლენას არ ახდენენ. მაგალითი — მეძავები "შვეციის პრინცში".
  • ჰო, მეძავები — ერმალო მაღრაძის შთაგონების წყარო. მეძავები ზემოთ აღნიშნულ ფილმშიც და "აპოკალიფსშიც". "თეაშიც"?
  • სუპერ ფილოსოფიური საუბრები (წარმოშობა/სტივი უანდერი/რეპი და ჰიპ-ჰოპი "შვეციის პრინცში", ანტიქრისტეს მიერ მსოფლიოს დაპყრობა "გზააბნეულებში" და ა.შ.)
  • სასიყვარულო სცენების არარსებობა, მაგრამ მათზე ირიბი მინიშნება (სცენა ლიფტში "შვეციის პრინცში")
  • ჩხუბები, რომლებშიც ნებისმიერს შეუძლია გამარჯვება (ერთი ხელის კვრა და მეტოქე მიწაზეა).
  • ფარული Product placement (Pepsi-ს ქილა გახსოვთ? ეს მხოლოდ მცირე მაგალითია).
  • უემოციო რეაქციები იმაზე, რაც, წესით, გახარებას უნდა იწვევდეს (გიორგი დაიანას ცოლობას სთხოვს, შემდეგ კი, ავიწყდება და ეგრევე რესტორნისკენ გარბის).
  • პირდაპირი შეცდომები. "შვეციის პრინცში" მხატვრებთან რუსთაველზე ჩამოკიდებულია ნახატები, რომლებიც არც მონესია, არც მატისის, მაგრამ გვიმტკიცებენ, რომ მათია. ან — ვითომ შვედური კრონი, რომელზეც რატომღაც გამოსახულია პრინცესა. მეტიც — კრონი კი არა, დოლარიანია.
  • ბანდიტები, მაფიოზები, მოჩხუბარი ხალხი — კიდევ ერთი ტრადიციული ელემენტი. "შვეციის პრინცში" პიჟონები მაგნიტოფონით და ქურდები მაღაზიაში. "გზააბნეულებში" — დიადია სემი. "აპოკალიფსში" — ბეღურა. "თეაში" — ბანდიტი ბიჭები ვარდების ბაღთან. "შემოქმედში" კი — ორი ბანდიტი კაცი.
  • მოკლე დროში ჩასვლა ერთი პუნქტიდან მეორეში. მაგალითად — 2 საათში ზესტაფონის რაიონიდან თბილისში დღესაც ვერ ჩახვალ.
  • შეგონებანი ფილმების შესავალსა და დაბოლოებაში — ციტატები თავად რეჟისორისგან და ფილოსოფიური აზრები სიცოცხლის შესახებ.
  • შეთქმულების თეორიები — ამერიკის ჰეგემონია, დალესის დოქტრინა და მსგავსი.
  • ფარული ან არაფარული მლიქვნელობა — "ბერა მაგარია! მამამისის შვილი არ შეიძლება სხვანაირი იყოს".
  • ზედაპირული გადმოცემა უფრო ღრმად შესასწავლი საკითხებისა — ლონდონის ბირჟა, ჰაკინგი, ბანკის მუშაობა. ბანკში არ იძლევიან ანგარიშებს ნომრებს ნაგლეჯებზე, გიორგევიჩები არ სხედან დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალი Shift-ის დაჭერით არ ტყდება.
  • საუბრის ოფიციალური ტონი ყველგან და ყოველთვის, იმ შემთხვევაშიც, თუკი შეყვარებულები სახლში სხედან და ერთმანეთს შინაურულად ესაუბრებიან.
  • ალკოჰოლის სმა ყველა ფილმში (სამწუხაროდ).
  • პერსონაჟები თამაშობენ მექანიკურად. დაამთავრეს დიალოგი - დადგებიან 1 საათი და ელოდებიან, როდის ჩაივლის დრო.
  • ორ ადამიანს შორის დიალოგისას ან მეტი ხალხის საუბრისას პერსონაჟები ადგილიდან სხვაგან ინაცვლებენ ან სხვაგან სხედან.
  • პატიოსანი ქალები გამოიყურებიან ბოზებივით.
  • ბევრი პერსონაჟის გვარი ვიჩ-ებზე მთავრდება (გიორგევიჩ, ისიდორიჩი).
  • დიალოგები ან მონოლოგები იწერება წყვეტილად. 2-3 სიტყვა ერთ კადრში, 2-3 სიტყვა - მეორე კადრში.
  • დიალოგის დროს პერსონაჟის ხმა მხოლოდ მაშინ ისმის, როდესაც კამერა მისკენაა მიმართული.
  • ზედმეტი ხმაური კადრში (ხმოვანი ეფექტები ჭარბობს).
  • ადამიანი იხედება ერთი მიმართულებით, მეორე კადრში კი - სხვა მიმართულებით, თუმცა იგულისხმება, რომ იგივე მიმართულებით.
  • აუხსნელი ელემენტები. მაგალითად, ბატონ ბადრის "გზააბნეულებში" ოფისში შეაქვს პროცესორი, რომელიც შემდგომ თავისთვის დევს.
  • ოპერატორი (ერმალო ან მისი თანაშემწე) ხშირად ჩანს სარკეში ან შუშიანი ნაწარმის ზედაპირზე.
  • ყველა ფილმის კოსტიუმების მხატვარი - ვინმე "ერიკ მარგიანი". მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ერმალოს ყველა პერსონაჟი იმას იცვამს, რაზეც ერმალო მიუთითებს. დასკვნა: ერიკ მარგიანი = ერმალო მაღრაძე. თავად მოუფიქრეთ გაგრძელება.
  • სიმღერას მღერის ერთი ადამიანი, დადებული აქვს სხვა ადამიანის ვოკალი. ეს არაფერი იქნებოდა, რომ არა განსხვავება მათ ასაკში (იხ. სიძის სიმღერა გიტარის თანხლებით).
  • ასაკობრივი აბსურდები. ბიბლიოთეკის გამგე ვერ იქნება 13-14 წლის გოგონა.
  • ჰოლივუდის ფილმების კადრების გამოყენება. ამით ყველაფერია ნათქვამი.
  • იმის ჩვენება, რაც არ არის საჭირო. ყავის მოდუღება, ჩაიდნის გახურება და ა.შ.
  • ბაბუაჩემის ასაკის კაცია. ცოლი გარდაეცვალა 15 წლის წინ. აქსიომაა, რომ ახალი უნდა მოიყვანოს? (არა, ეს ისე ჩაემატა).
  • შურისძიება რეალურ ფაქტებზე (მარტო ერმალო მაღრაძის მხრიდან "კინოცენტრისადმი" დამოკიდებულება რად ღირს?)
  • ბოზები თითქმის ყველა ფილმში (შვეციის პრინცი, აპოკალიფსი, თეა).
  • ნახსენები ასაკის შეუსაბამობა. 1965 წელს დაბადებული ამირან დოლიძე რატომ გამოიყურება როგორც 25 წლის ბიჭუნა? ლამის 40 წელს მიკაკუნებული თეას შემსრულებელი რატომ არის გამოწყობილი როგორც 13 წლის გოგონა?
  • შიდა განწყობის შეუსაბამო ემოციის ვიზუალური გადმოცემა ("შოკირებული ვარ" ნათელი მაგალითია.)
  • კრიმინალები ნამეტანი რბილები არიან. და მალევე ხდებიან კეთილი ბიძიები.
  • საინტერესო ხალხის სატელეფონო ზარები (ჩინეთიდან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ა.შ.)
  • წარმოუდგენელი პერსონაჟები (მაგალითი - კეთილი პრემიერმინისტრი, რომელიც თანახმაა, რომ პენსია გახდეს 300 ლარი)
  • თუ ერთ ფილმში მსახიობი მთავარ როლშია, მეორეში - ეპიზოდურშია (არა, აქ ცუდი არაფერია, ეს უბრალოდ სპეციფიკაა). იმდენად ეჩვევი მის ხილვას მთავარ როლში, რომ მეორე ფილმში ვეღარ ეჩვევა თვალი.
  • დაზეპირებული ტექსტები იმპროვიზაციის გარეშე.
  • პოზიტივის ზღვა. ქება-დიდებები (მთავარი პერსონაჟის). ისეთი დოზით, რომ საბოლოო ჯამში ფილმში იკარგება დაძაბული მომენტებიც.

ნაკადულებიEdit

  1. ერმალო მაღრაძის 5 საყვარელი სიმღერა, popmusic.ge
  2. კინოფირმა "ერმალო-ფილმი"
  3. ქ-ნ მანანამდე ბ-ნი ერმალოს მეუღლე იყო ქ-ნი დალი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ერმალო მაღრაძესს შეყვარებული ექვსი თვის განმავლობაში ჰყავდა. როგორც თავად აღიარებს, აგრეთვე ხვდებოდა რუს ქალბატონ, რომელიც "შვეციის პრინცში" ახმოვანებს პრინცესა დაიანას.
  4. თავად ამბის მთხრობელი, წყარო
  5. სააკაშვილი ახსენებს ერმალო მაღრაძეს
  6. გზავნილი ჯაჯანიძის გადაცემის გვერდზე
  7. ერმალო მაღრაძის მოგონებები - რემბო სოხუმში #POSTV

სხვა ჩანჩქერებიEdit

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.