Anciklopedia
Advertisement

კინოს სახლი მომავალში. ასე 160 წლის შემდეგ. ანდრეის ამ რეალობაში შეცვლის რობოტი. მთლად უარესია.

კინოს სახლი — ქართული კულტურის კერა. მდებარეობს თბილისში, რუსთაველის ძეგლის ან მაკდონალდსის პირდაპირ.

ზოგადი ისტორია[]

მართალია, ადრე ჰქონდა ორი დარბაზი. იქვე თანდართული იყო სხვა დაწესებულებებიც. 1990-იან წლებში ახლომახლოში გაიხსნა მუსიკალური მაღაზია, რომელიც შემდეგ სწორედ რომ დარბაზთან ახლოს გადმოვიდა. იყო კაფეც და რესტორანიც. მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარია სწორედ ის პატარა კინოდარბაზი, რომელიც შენობის ბოლოს მდებარეობს, კუთხეში. 2000-იან წლებში აქ გააქტიურდა ყოველდღიური კინოსეანსების ტრადიცია. მართალია, ცდილობდნენ რეპერტუარის გამრავალფეროვნებასაც. მაგრამ მაინც ერთი და იგივე, ე.წ. "არტ-ჰაუს" რეჟისორების რეპერტუარი ტრიალებდა. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი კლასიკოსადაც ითვლება, მაგრამ მაინც გაგეღიმება, როდესაც მთელი წლის განმავლობაში გარეთ გამოკრულ აფიშაზე კითხულობ გვარებს "ანტონიონი, კუბრიკი, ალენი" და ა.შ.

გამრავალფეროვნება აგრეთვე ხდებოდა ინგლისურენოვანი სეანსებით, რომლებიც გაააქტიურეს, როგორც ანტივარიანტი ეროვნულ მეინსტრიმულ კინოთეატრებში (რუსთაველი, ამირანი) ფილმების ქართულად და რუსულად გაშვებისა. სხვათა შორის, კ/ს-ში უშვებდნენ ანიმაციურ ფილმებსაც. არ უნდა დავივიწყოთ ანიმეს სეანსებიც - ჰაიო მიაძაკის რეტროსპექტივით.

უნდა აღინიშნოს როკ-კონცერტების ჩვენების ტრადიციაც (ანდრეის სრული გამო...ფიტვა სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია - თუ ვინ არის ანდრეი, იხილეთ შემდეგ აბზაცში). 2000-იანების შუა პერიოდიდან დამატებითი შემოსავლის სახით (ნუ დაგავიწყდებათ ზოგადად და ისედაც სხვადასხვა ღონისძიებაზე გაქირავებული დარბაზი) დარბაზის საფულეში მიედინებოდა ლარიანები როკ-კონცერტების ჩვენებიდან. Queen, Pink Floyd, Metallica და ა.შ. ხშირად ტრიალებდა ერთი და იგივე რეპერტუარი, ასე რომ წლების შემდეგ საბოლოოდ შეწყვიტეს მათი ჩვენება. თუმცა, ორიგინალურობისთვის, ზოგიერთ კონცერტს თან ერთვოდა წინასიტყვაობებიც როკ-მუსიკის ექსპერტებისგან. მეტი აკადემიურობისთვის.

დარბაზის მუშაობა შეჩერებული იყო. მიმდინარეობდა მისი რეკონსტრუქცია. შემდგომში გააძვირეს სეანსებზე დასასწრები ბილეთები, გააგდეს ანდრეი (იხ. ქვემოთ) და საერთოდ, მთელი მუღამი დაგიკარგეს.

ანდრეი[]

სენპაი ანდრეი.

ცალკე აღსანიშნავია დიადი ანდრეი (იგივე "ხრიუშა"), რომელიც კინომექანიკოსია და პროექტორიდან ფილმების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი. მართალია, არავინ იცის, თუ რატომ მუშაობდა ასეთი თავხედი პიროვნება ამდენი წლის განმავლობაში ამ დაწესებულებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ არ აგდებდნენ, რათა მთლად არ გალოთებულიყო. ანდრეის, როგორც ჩანს, უცნაურად ქცევის მიზეზებიც ჰქონდა - წლების განმავლობაში ნერვები მოუშალა ახალგაზრდების ქცევის მანერამ, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რომელიმე ახალგაზრდა მშვიდად არ იჯდა, ანდრეის რეფლექსები ირთვებოდა - "ფეხი ჩამოიღე", "ჩუმად", "ნუ ყვირიხარ" და ა.შ. გარდა ყველაფრისა, ანდრეი ფიზიკური ძალის გამოყენებაზეც გადადიოდა და/ან ხალხს დარბაზიდან ყრიდა.

როკ-კონცერტებზე, რა თქმა უნდა, ყველა სახის ბომჟი მოდიოდა. ზოგი კულტურულად იქცეოდა და მხოლოდ ყვიროდა "We are the Champions"-ის დროს. ზოგი კი ეკრანთანაც მირბოდა და/ან დარბაზში დახტოდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მცირე ნაწილია ზოგადი შაბაშისა, რომელიც დარბაზში ტრიალებდა. მკაცრი საბჭოთა სკოლის პირობებში გაზრდილი ანდრეი ამ ყველაფერს ვერ უძლებდა და საბოლოოდ ჯოხი მასზე გადატყდა. შეთავსებით დაცვის როლის მორგება დაიწყო და ფიზიკურად უსწორდებოდა ბომჟ ბიჭუნებს და გოგონებს.

ასე თუ ისე, ტრავმა, რომელიც საბრალო ანდრეიმ 2000-იანებში მიიღო, ბოლომდე ჰქონდა შერჩენილი. ცნობილია, რომ ერმალო მაღრაძის ფილმის "აპოკალიფსი არ იქნება" კ/ს-ში ჩვენებამდე, როდესაც რეჟისორს დააგვიანდა, ნოემბრის თვეში, ქარში და წვიმაში გარეთ გაყინული საზოგადოება ერთ დიდი ტალღად შიგნით შეცვივდა, მაგრამ ანდრეიმ აქაც გაბედა და ყველა გარეთ გაყარა. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორის შემოქმედების მოყვარულები დარბაზში თავად ერმალოს ესაუბრებოდნენ და ანდრეიმ უბრალოდ განათება გათიშა. საიდან ვიცით? გვიამბეს.

მოგვიანებით, როდესაც მოხდა კინოთეატრის რეკონსტრუქცია, ანდრეის კინომექანიკოსის საქმიანობა დაატოვებინეს. თუ სად არის იგი ამჟამად, უცნობია.

Advertisement