FANDOM


ლუიზას ბუდკა


ეს არის ლუიზას ბუდკა — თქვენი დეზინფორმაციის წყარო.


ლუიზას ბუდკა — მეტად ობიექტური გამოცემა, რომელიც იმსახურებს ნდობას, მაგრამ ესაჭიროება განახლება. წარმოადგენს ანციკლოპედიის ნაწილს და მასთან მჭიდრო კოჰაბიტაციაში იმყოფება.

დღევანდელი თარიღი: 1 ოქტომბერი 2020. სიახლეები არ არის. ხომ არ დაამატებდით?

წესები | არქივი


მთავარი

2 ივნისი

კონჩიტა აპირებს საქართველოში დასახლებას

კონჩიტა

კონჩიტას უხარია.

როგორც ლუიზასთვის ცნობილი გახდა, კონჩიტამ გადაწყვიტა საქართველოში დასახლება.

ავსტრიელი მომღერლის თქმით, მას მოსწონს, რომ საქართველოში არ არის იღლიების, წვერისა და ულვაშის პარსვის კულტურა და ბევრი ატარებს წვერს ისე, რომ არც კი აწუხებს სიცხე, ტილები და ჩარჩენილი ნაგავი.

მომავალში მომღერალი, მისივე თქმით, გენდალფის ზომის წვერის მოშვებას აპირებს, უფრო მოხუცებულობაში.

თავდაპირველად შემოქმედი თბილისში კულტურული გაცვლის ფარგლებში ჩამოვა. ავსტრიაში ამ დროს საქართველოდან გაემგზავრება ბიჭოლა.

 

სხვა სიახლეები:

21 მაისი

22 მაისი

23 მაისი

სხვა ჭორები

დავით ნარმანია ქალაქის სადარაჯოზე

ნარმანია საზამთრო

ნარმანია სამუშაო კაბინეტში.

როგორც ლუიზასთვის ცნობილი გახდა, დავით ნარმანია აპირებს თბილის-ქალაქის უფრო მეტად კეთილმოწყობას. მაგალითად, სასწრაფოდ უნდა ამოიჩეხოს ყველა ხე და დაირგას კაქტუსები. ამის მიზეზი, ნარმანიას თქმით, არის ის, რომ ისედაც ყველას კომპიუტერები აქვს და კომპიუტერებთან კაქტუსის დადგმა კარგია.

ვინაიდან თბილისელებს ძალიან სიამოვნებს ნაგავმზიდი მანქანების სურნელი, ამიერიდან ნაგავი ქუჩებში თავისით ივლის. ჰარი პოტერი შეულოცავს - ვინგარდიუმ ლევიოსა.

ზაფხულია და ბევრი გველი გარეთ დაძრწის. ამიტომ, მათთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად, საქართველო მსხვერპლშეწირვის ტრადიციებს დაუბრუნდება და თითო სკვერში სვეტზე თითო ადამიანს მიამაგრებენ, რათა გველმა მას უკბინოს.

ქალაქის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ სხვა სიახლეებზე დავით ნარმანია ისაუბრებს თბილისობაზე, ვინაიდან მანამდე არ სცალია, მილიონი ხით გამწვანებული თბილისის გაჩეხვით არის დაკავებული.



Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.