FANDOM


ანციკლოპედია და მისი არსი

ანციკლოპედია ალტერნატიული ენციკლოპედიაა. ჩვენ არ ვართ ვიკიპედია, თუმცა ისევე, როგორც ამ რესურსზე, შეგიძლიათ სტატიების თავისუფლად რედაქტირება. განსხვავებით ვიკიპედიისგან, ჩვენთან არ მოქმედებს უამრავი შეზღუდვა.

ანციკლოპედია თანამედროვე კულტურის და სუბკულტურების ელემენტების ენციკლოპედიაა. ჩვენ გვსურს ზოგადი რეალობის შესახებ რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატიის დაწერა. ჩვენი რეალობის ნაწილია "როგორ გავატარე ზაფხული", "ერთმა მითხრა", უცხოპლანეტელების შემოსევა და უამრავი სხვა თემა.

თემა, რომელზეც ამ ენციკლოპედიაში წერთ, არ უნდა იყოს მხოლოდ თქვენთვის ცნობილი (მაგალითად, ის, რომ გუშინ სამეგობროში ბევრი დალიეთ და გადახტით მტკვარში - თუმცა, მტკვარში გადახტომის შემდეგ მაინც ვერაფერს დაწერთ). დაწერეთ. აუცილებლად დაწერეთ. მაგრამ სტატია არ უნდა შედგებოდეს სამი სიტყვისგან - აქ ლექსიკონი არ არის.

და კიდევ ერთხელ - სტატია არ უნდა იყოს სერიოზული, არ უნდა შედგებოდეს მოსაბეზრებელი სურათების და უცნაური სიტყვების რახარუხისგან. არ არის აუცილებელი, გახსნათ იუმორინის ფილიალი და შეეცადოთ, დაწეროთ სახუმარო ტექსტი. მცდელობის სანაცვლოდ, მოიშველიეთ სარკაზმი - რაც შეიძლება მეტი. სარკაზმის ნათელი მაგალითი: "uCoz არის ყოვლად შეზიზღებული სისტემა საიტების შესაქმნელად, ათასი უაზრო ფუნქციით. იმის გამო, რომ ზედმეტად იოლია, ძირითადად პოპულარულია მოსწავლე ახალგაზრდობასა და საბავშვო ბაღის ასაკის საზოგადოებაში, რომელსაც გუშინ ინტერნეტი ჩაურთეს."

საინტერესო სტატია

TrudeauGonnaTell

პირველი პრეცედენტი - ხუმრობა ჯასტინ ტრიუდოს თემაზე.

Gonna Tell My Kids არის Twitter-ის მომხმარებელთა მიერ შემოგორებული ფრაზა. იგულისხმება, რომ, როდესაც ვინმეს შვილი ეყოლება, ესა თუ ის ადამიანი მას უამბობს, რომ კონკრეტულ სურათზე გამოსახული პიროვნება არის სინამდვილეში სხვა პიროვნება. მაგალითად, თუ გამოსახულია თუთიყუში, შენს შვილებს უამბობ, რომ იგი აჩი მეფარიძეა.

ფრაზა და მიმი პოპულარული გახდნენ 2019 წლის ნოემბერში. ყველაფერი დაიწყო 19 სექტემბერს Twitter-ის მომხმარებლ Wake_n_Bacon-ის მიერ ატვირთული სურათით, რომელზეც გამოსახული იყო ზანგი (ანიმაციური პერსონაჟი "მისტერ პოპო"). მომხმარებელმა დაწერა, რომ საკუთარ შვილებს უამბობდა, რომ იგი იყო ჯასტინ ტრუდო. ვრცლად

იცოდით, რომ...

  • ...კორონავირუსი ბეტმენმა შემოიტანა და ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ამერიკის ბრალია?
  • ...ინტერნეტ-პროვაიდერები სპეციალურად გვითიშავენ ინტერნეტს, ვინაიდან ყველამ „გრეის 50 ელფერი“ წაიკითხა და თვითმაზოხიზმით დაკავდა და ჩვენს ზარებს ელოდება?
  • ...ლგბტ ნიშნავს "ლუიზამ გაიტაცა ბიძინას ტოიოტა"?


Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.