FANDOM


იმისთვის, რომ გავხდეთ პროგრამისტი, აუცილებელია შემდეგი პროცედურის გავლა:

  • თავდაპირველად ვისწავლოთ Windows-ის გადაყენება და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის დაყენება.
  • არავითარ შემთხვევაში არ დავაყენოთ პროგრამები დამატებების (შემოთავაზებული ანტივირუსების და Adware-ების) გარეშე.
  • ვიყენებთ მხოლოდ ერთ საინსტალაციო დისკს/ფლეშკას. მატარებელზე უნდა იყოს:
    • Windows
    • ოფისი (2010 შეიძლება)
    • 10 წლის წინანდელი - ანტივირუსები, არქივატორები, პლეერები, კოდეკები, PDF-ს წამკითხველი და ა.შ.
    • Flash player-ს და ბრაუზერს ვაყენებთ ახლებს.
  • ამის შემდეგ დედა/მამა/და/ძმა/მეგობარი/ახლობელი/ნაცნობი/ინტერნეტ-ნაცნობი ვინმესთან აუცილებლად ახსენებს რომ ჰყავს შვილი/და/ძმა/ნაცნობი პროგრამისტი.
  • მიხვალთ ერთთან - გადააყენებთ. კმაყოფილი აიღებთ 30-40 ლარს (20 - Windows-ში, დანარჩენი - პროგრამებში). შემდეგ ეს ერთი შეატყობინებს სხვას, რომ Windows ძალიან მაღალ დონეზე გადაუყენეს და რომ დაუყენეს ლიცენზირებული სისტემა, ლიცენზირებული ანტივირუსი, ლიცენზირებული Skype და ა.შ.
  • ასე და ამგვარად, ავტომატურად ხდებით პროგრამისტი.
  • და კიდევ - WinRar დაყენების შემდეგ არ გატეხოთ. 30 დღის შემდეგ კომპიუტერის პატრონი აუცილებლად უნდა შეაწუხოს ყოველ ჯერზე არქივის გახსნისას შეტყობინებამ ლიცენზიის ამოწურვის შესახებ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.