FANDOM


Xitleri

ხიტლერი იუმორისტულ შოუზე აჯავრებს ჩარლი ჩაპლინს (სახით ჰგავს და ამიტომ დავტოვეთ).

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა ინგლისში ერთ ნისლიან დღეს, რის გამოც მას დაებედა ჩრდილში ყოფნა. იგი იყო ყველასთვის უცნობი ადამიანი, მიუხედავად მისი უამრავი პროფესიისა, რადგან არცერთში არ გაუმართლა, იმიტომ, რომ მუნჯი იყო. ცხოვრების ბოლომდე უცნობად დარჩებოდა, რომ არა ერთი მოვლენა, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ხიტლერმა თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში გააკეთა ჩარლი ჩაპლინის პაროდია. პაროდია დიდი არაფერი, მაგრამ ჩარლი ჩაპლინი იმან აღაშფოთა, რომ ხიტლერი გამართულად ლაპარაკობდა და თავად ხომ მუნჯი იყო?! მან დისკრიმინაციისთვის ხიტლერს სასამართლოში უჩივლა და პროცესი, სახელწოდებით "დუმილი ხმაურის წინააღმდეგ", წარმატებით მოიგო, რის შემდეგაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

პროფესიული საქმიანობაEdit

ჩარლი ჩაპლინი იყო მექანიკოსი, შუშების ჩამსმელი, ბომჟი, მემანქანე, ძროხების მწველავი, მეწაღე, მზარეული, ოქროს მაძიებელი, პურის მცხობელი, ბალერონი, მევიოლინე, მეყვავილე, ლომების მომთვინიერებელი, მოკრივე, პარიკმახერი და ბრიტანელი მეცნიერი.

სად წაიყვან სადაურსაEdit

ჩარლი ჩაპლინი ამჟამად ცხოვრობს მურთაზლანდიაში. იგი პენსიაზეა და მისი პენსია, სტაჟისა და სრული ნამსახურობის მიხედვით, შეადგენს 109 ლარსა და 95 თეთრს. მცირე პენსიის გამო აგროვებს გადაყრილ ბათინკებს და ხარშავს.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.