FANDOM


«

ჰოლივუჩტი?

»
— სერგია


ჰოლივუდი — ლოს-ანჯელესის რაიონი, მთელი უბედურებების წყარო. ფილმების სააქმრო.

თანამედროვე ჰოლივუდის რეპერტუარიEdit

თანამედროვე ჰოლივუდის არსებობის აზრი დაყვანილია შემდეგ ძირითად პრინციპებამდე:

  • ფული — არანაირი ხელოვნება. მხოლოდ ხელოვნება ფულის გულისთვის.
  • ხალხი მაინც უყურებს — რაც არ უნდა გადაიღო, ხალხი მაინც ნახავს. არც კი დაგჭირდება ტროლების დაქირავება, ყველა მაინც შევა კომენტებში და დიდი ნაწილი დიდი ალბათობით დაწერს, რომ კინო საინტერესო და კარგია. შესაბამისად, ამაში სხვასაც დააჯერებს.
  • იუმორი — ყველაზე მძიმე ფილმებშიც კი არის რამდენიმე ხუმრობა.
  • გაგრძელებები — იგივე სიქველები. აუცილებლად მოჰყვება ნებისმიერ ფილმს. ან თითქმის ნებისმიერს. დღევანდელ ჰოლივუდში არ არსებობს თუნდაც წარსულში გადაღებული ფილმი, რომელსაც არ ემუქრება გაგრძელების გადაღება. როგორც წესი, გაგრძელება წინამორბედისგან განსხვავდება მხოლოდ ეფექტების ხარისხით.
  • პრიქველები, იგივე წინარეისტორიები — თუკი რომელიმე ფილმს ჯერ არ გააჩნია წინარეისტორია, ესე იგი, უნდა გადავიღოთ. მთავარი, კვლავ, ფულია. ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ კარგი მაგალითია.
  • სპინ-ოფები — დამატებითი ფილმები ან ფილმები რომელიმე ფილმის პერსონაჟზე.
  • რიმეიკები/ეკრანიზაციები — ამერიკელი კინორეჟისორები შეყვარებულები არიან რიმეიკებზე. აიღებენ არსებული ფილმის სცენარს, რაღაცებს შეცვლიან, დაამატებენ თეთრკანიანი პერსონაჟის სანაცვლოდ ზანგებს ან გეებს, პერსონაჟი კაცის სანაცვლოდ ქალს და ა.შ. იღებენ ყველაფრის შესახებ. ნორმალური ეკრანიზაცია საკმაოდ მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. ცალკე შემთხვევაა წიგნების ეკრანიზაციები. მაგალითად, ჰარი პოტერის ეკრანიზაციები ვითომ ბრიტანულია, სინამდვილეში კი — სასტიკად ამერიკული. „ბეჭდების მბრძანებელი“ ვითომ ახალზელანდიურ-ბრიტანულია, მაგრამ იმდენად ჰოლივუდური, რომ არ იცი, სად დაიმალო - მარტო ლეგოლასის კატაობა ფარზე ან ხტუნაობა მუმაკებზე რად ღირს? უარესი ბედი ეწია „ჰობიტს“, რომელშიც ლეგოლასი ვერ გაიგებ რას აკეთებს და რა უნდა საერთოდ ამ ეკრანიზაციაში და, გარდა ყველაფრისა, მარიოს სტილში დახტის აგურებზე. აგრეთვე, წიგნების გარდა, უკვე წლებია, პოპულარულია კომიქსების ეკრანიზაციები. მას შემდეგ, რაც დაიხვეწა კომპიუტერული სპეცეფექტები, დაიწყეს არა მხოლოდ ფილმების, არამედ სერიალების წარმოებაც. Marvel-ის პერსონაჟებზე ფილმებს კაი ხანია იღებენ, მაგრამ თავად Marvel-მა საკუთარი ძალებით ფილმების წარმოება დაიწყო 2008 წელს და ფრიად წარმატებულად. მისივე კვალს მიჰყვა DC, რომელიც ასევე ცდილობს, პროდუქტიული იყოს.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.