FANDOM


TrudeauGonnaTell

პირველი პრეცედენტი - ხუმრობა ჯასტინ ტრიუდოს თემაზე.

Gonna Tell My Kids არის Twitter-ის მომხმარებელთა მიერ შემოგორებული ფრაზა. იგულისხმება, რომ, როდესაც ვინმეს შვილი ეყოლება, ესა თუ ის ადამიანი მას უამბობს, რომ კონკრეტულ სურათზე გამოსახული პიროვნება არის სინამდვილეში სხვა პიროვნება. მაგალითად, თუ გამოსახულია თუთიყუში, შენს შვილებს უამბობ, რომ იგი აჩი მეფარიძეა.

ფრაზა და მიმი პოპულარული გახდნენ 2019 წლის ნოემბერში. ყველაფერი დაიწყო 19 სექტემბერს Twitter-ის მომხმარებელ Wake_n_Bacon-ის მიერ ატვირთული სურათით, რომელზეც გამოსახული იყო ზანგი (ანიმაციური პერსონაჟი "მისტერ პოპო"). მომხმარებელმა დაწერა, რომ საკუთარ შვილებს უამბობდა, რომ იგი იყო ჯასტინ ტრუდო.

2019 წლის 12 ნოემბერს მომხმარებელმა _MTGBayBee იმავე ქსელში გამოაქვეყნა რეპერ Lil Wayne-ის ფოტოსურათი, რომელსაც დააწერა "ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ ეს ბილ გეიტსია". მეორე დღეს მომხმარებელმა lowendfury გამოაქვეყნა სერია Breaking Bad-ის კადრი, რომელსაც მიაწერა "შვილებს ვეტყვი, რომ ეს იყო ობამა". მრავალი მოწონებისა და გაზიარების შემდეგ ახალი ტენდენცია უმალვე აიტაცეს. 17 ნოემბერს მომხმარებელმა ThyArtIsMemes გამოაქვეყნა ბრენდონ არის ფოტო და მიაწერა "შვილებს ვეტყვი, რომ ეს იყო აბრაამ ლინკოლნი". ამის შემდეგ დაიწყო მიმის ათასი სახით ინტერპრეტაცია.

მოძიებულია "https://anciklopedia.fandom.com/wiki/Gonna_Tell_My_Kids?oldid=4872"-დან
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.