FANDOM


Prince-of-persia

გამოქანდებოდი და ვერ გათვლიდი, გადავარდებოდი.

Prince of Persia (شاهزاده ایران) — ერთ-ერთი პირველი ცნობილი თამაში 90-იანების კომპიუტერებზე.

პირველი ვერსიაEdit

დაახლოებით 1989 წელს ჯორდან მეხნერს საქმე არ ჰქონდა და შეიქმნა თამაში. მინიმალისტური უფლისწული (ან პრინცი) დარბოდა, ებრძოდა ხუთი ტიპის მტერს, გადიოდა ხაფანგებს, თან დაჰქონდა ხმალი (რომელიც ჯერ უნდა გეპოვნა) და ზოგადად, დარბოდა ან სასახლეში, ან მისისქვეშა გვირაბებში. 1989 წელს ეს ყველაფერი მეტად პროგრესულად ითვლებოდა და თამაში მოედო ყველა კომპიუტერს. ჩვენთან დიდი ხანი თამაშობდნენ.

თამაშის თავისებურებები:

  • სიუჟეტი (კარტების თამაშების ფონზე დიდი პროგრესი იყო
  • საკმაოდ ლამაზი გრაფიკა (მერე რა, რომ მინიმალისტური?)
  • ანიმაცია - ადამიანების მოძრაობები საკმაოდ რეალისტური. სხვათა შორის, პრინცის პროტოტიპი იყო ჯორდანის ძმა.
  • უცნაური მტრები, თავსატეხების სპეციფიკური გადაწყვეტა

1993 წელს გამოვიდა თამაშის გაგრძელება The Shadow and The Flame. გრაფიკა მასში გააუმჯობესეს. 1999 წელს კი გამოვიდა მესამე ნაწილი - 3D-ში! ოპა!

მოძიებულია "https://anciklopedia.fandom.com/wiki/Prince_of_Persia?oldid=4187"-დან
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.