FANDOM


Chipolinocover

ალბომის ჩვეულებრივი გამოცემის ყდა

Chipolino copy1

ალბომის ამერიკული გამოცემის ყდა

Chipjapan

ალბომის იაპონური გამოცემის ყდა

The Chipolino EP — რეპერ ტოქსის ფანების მიერ 2008 წელს შედგენილი მინიალბომი, რომელიც შეიცავს სავარაუდოდ პუშკინას სტუდიაში ჩაწერილ 8 სიმღერას.

ალბომი იწერებოდა დაახლოებით 2006-2007 წლებში.

ალბომის "როკერთან ბრძოლა" ჩაწერის შემდეგ ტოქსი განერიდა მუსიკალურ სამყაროს. ალბომი ამასობაში პერმანენტულად მოექცა ჩარტების სათავეში და ჩამოაგდო ლექს-სენის ნაშრომებიც. ტოქსი მოგვიანებით დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ გადაარჩინა დედის ალერსმა და მამის სქელმა ჯიბემ. ამის შემდეგ დაიწყო მისი გარდასახვა და მან ახალი ზედმეტსახელი - ჩიპოლინო - აითვისა.

ამ პერიოდში ტოქსის პირველი სიყვარული ეწვია. მას შეუყვარდა ვინმე მარი. ამიტომ ტოქსის ფიცხმა ხასიათმა იკლო და სხვა ფიქრები აწუხებდა. სწორედ ამ ფიქრების ანარეკლია ეს სიმღერები.

სიმღერები ფანებმა აღმოაჩინეს ონლაინ-სივრცეში და გადაწყვიტეს ალბომის შედგენა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩიპოლინოს სიმღერები ერთ პაკეტად არსად გამოუქვეყნებია.

სიმღერები Edit

  1. "დატანჯული გული"
  2. "ეშმაკის ხმა შეგაწუხებს"
  3. "ეძღვნება მტრებს"
  4. "მენატრები...(მარი)"
  5. "საქართველო (ბუბუსთან ერთად)"
  6. "მიყვარდი გოგო"
  7. "მიყვარხარ"
  8. "ცხოვრება რას გვიპირებს"
მოძიებულია "https://anciklopedia.fandom.com/wiki/The_Chipolino_EP?oldid=4732"-დან
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.