FANDOM


Trollface

Trollface (coolface, trololoface, შეცდომით ცნობილი, როგორც გელა) — შავ-თეთრი ნახატი სიფათისა, რომელიც ეშმაკურად იღიმის. იგულისხმება, რომ სწორედ ასეთი სახე აქვს ინტერნეტ-ტროლს, რომელმაც თავისი ულუფა მიიღო.

წარმოშობა Edit

ტროლფეისი პირველად გამოჩნდა 2008 წლის სექტემბერში, საიტზე Deviantart. იგი დახატული იქნა მომხმარებელ Whynne-ს მიერ, ვინდოუსის სტანდარტულ Paint-ში. მოგვიანებით ნახატმა პოპულარობა შეიძინა და მიმის სტატუსიც მოიპოვა.

შემდგომში ტროლფეისი ძალიან პოპულარული გახდა და არაერთი პაროდიის საგნად იქცა.

Trollolololol Edit

Trollolololol მომდინარეობს მომღერალ ედუარდ ხილის სიმღერიდან „Я очень рад, ведь я, наконец, возвращаюсь домой“, რომელშიც იგი ამ Trollolololol-ს ღიღინებს. ინტერნეტ-საზოგადოებამ იგი დაუკავშირა ტროლინგს და შემდგომში სიმღერა ტროლინგის ერთგვარ ჰიმნად იქცა.

დეზინფორმაციები Edit

მანიაკი Edit

ვიღაცამ ინტერნეტში გაავრცელა სურათი, თითქოს Trollface პირველად კედელზე დახატა ამერიკელმა პედოფილმა და მანიაკმა ჰენრი ლი ლუკასმა. გარდა იმისა, რომ იგი არ არის პედოფილი (თუმცა კრიმინალია), აღსანიშნავია, რომ მასთან ტროლფეისს არავითარი კავშირი აქვს

გელა Edit

ინტერნეტ-ხუმარამ, რომელიც თავის თავს „გელას“ უწოდებს, Facebook-ზე შექმნა გვერდი Forever Gela, რომლითაც ავრცელებს ან მოპარულ, ან საკუთარი დამზადების კომიქსებს ან უბრალოდ სახუმარო სურათებს (თუმცა უკანასკნელები გამოირჩევა იუმორის დაბალი ხარისხით). ვინაიდან მას პროფილში სურათად უყენია Trollface-ის ფოტო, ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი Trollface-ს უკვე „გელას“ უწოდებს.

ჩანჩქერები Edit

მოძიებულია "https://anciklopedia.fandom.com/wiki/Trollface?oldid=4782"-დან
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.