FANDOM


Ucoz

ჩვეულებრივი საიტი, აწყობილი ამ სისტემაში.

uCoz იყო ყოვლად შეზიზღებული სისტემა საიტების შესაქმნელად, ათასი უაზრო ფუნქციით. იმის გამო, რომ ზედმეტად იოლი იყო, ძირითადად პოპულარული იყო მოსწავლე ახალგაზრდობასა და საბავშვო ბაღის ასაკის საზოგადოებაში, რომელსაც გუშინ ინტერნეტი ჩაურთეს.

ამჟამად კვლავ არსებობს, თუმცა ქართველები აღარ ქმნიან მასზე დღითიდღე ახალ საიტებს. ამასთან, თავად uCoz, როგორც ასეთი, სანდო ჰოსტინგია (თუკი ბევრ ფულს გადაიხდით), თუმცა მაინც რუსულია და არ ენდოთ.

წარმატების საიდუმლოEdit

სისტემა წარმატებულია, ვინაიდან მასში გამზადებული შაბლონების მთელი ზღვა სუფევს. მაგალითად, მოჰყვება ათასი ჯურის დიზაინი, გამზადებული მოდულები (ფორუმები, გამოკითხვები, ჩატები და ა.შ.). შესაბამისად, მოსწავლე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს არ ეკარგება დრო ფიქრებში. გარდა ამისა, მთელი ეს ნაგავი რომ არ არსებობდეს, მაინც არის ვიზუალური რედაქტორები - ამიტომ, სავსებით ადვილია ყველაფრის, ფაქტობრივად, დახატვა. ოდნავ გამოცდილები მუშაობენ html, php და მსგავსი ენებით კოდირებაზე, მაგრამ ქაუნთერების თაობას ამის თავი აქვს?

ტიპიური მომხმარებელი (ერთ დროს)Edit

ძირითადად, კეთდებოდა საიტები ვიდეო თამაშების (Counter Strike, თუნდაც) შესახებ. ტექსტობრივი მასალა შეზღუდული იყო: ვინც დაარეკლამებს ამ საიტს, იმას ადმინს მივცემ, საიტს სჭირდება ადმინები და ა.შ. - თუმცა, ეს ყველაფერი ტრანსლიტით იწერებოდა და, რაც შეიძლება ფერადი ასოებით.

გარდა ამისა, საიტზე ჩამოკიდებული იყო პლეერები ათასი უაზრო სიმღერით, რომელიც, საიტზე შემოსულს, შესაძლოა, სულაც არ დაააინტერესებდა. თუ საიტი არ ეძღვნებოდა კომპიუტერულ თამაშებს, მაშინ მასზე ხშირად იწერებოდა სხვა უაზრო ინფორმაცია — ვინ იყო საიტის ავტორი, მისი ოჯახის ან საძმაკაცოს ფოტოები და ა.შ. მეტიც — საიტის ავტორები გამწარებულები არეკლამებდნენ ასეთ საიტებს და თბილისის ფორუმის განყოფილება პოლიგონშიც აქვეყნებდნენ, იქნებ და აღიარონო.

გამოყენებაEdit

რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, ერთმორწმუნე მეზობლის ქვეყანაში შედგენილი იყო uCoz-ის გამოყენების მეგზურები, სისტემას კი იყენებდა რამდენიმე სერიოზული ორგანო. ფრიად ბევრია ადამიანი, რომელიც uCoz-ზე გაკეთებულ საიტს თვლის თავისი ცხოვრების მთავარ მიღწევად, რამე თუ ასეთ ადამიანს კონკრეტული მიზნები არ გააჩნდა და არც გააჩნია.

მოძიებულია "https://anciklopedia.fandom.com/wiki/Ucoz?oldid=4936"-დან
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.